ვებ ჰოსტინგი სერვერი
დეველოპმენტი

როგორ შევარჩიოთ ვებ ჰოსტინგი

ლაშა ჩანქსელიანი
მაისი 16, 2025
სარჩევი

ერთ-ერთი პირველი ტექნიკური გადაწყვეტილება საიტის შექმნისას არის ვებ ჰოსტინგის არჩევა, რომელიც ხშირად დამაბნეველიც კი იყოს და გაგიჭირდეთ ბიუჯეტის გამოყოფა.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საფეხურია, რადგან ეს გავლენას ახდენს ყველაფერზე, ვებსაიტის ჩატვირთვის სისწრაფიდან დაწყებული, მომხმარებლის გამოცდილებით დამთავრებული.

ამიტომაც, სასურველია იცოდეთ უფრო მეტი დეტალი თუ რა არის ვებ ჰოსტინგი, შერჩევისას რას მიაქციოთ ყურადღება და საშუალოდ რა დაგიჯდებათ.

რა არის ვებ ჰოსტინგი

სერვერები

ვებ ჰოსტინგი არის სივრცე (სერვერი), სადაც განთავსებულია ვებსაიტის კოდი, ფაილები, მონაცემთა ბაზა და ა.შ. როგორც ბიზნესს სჭირდება ოფისი, ვებსაიტსაც ესაჭიროება ციფრული სივრცე, იმისათვის რომ ხელმისაწვდომი იყოს.

როდესაც მომხმარებლები ბრაუზერის დახმარებით ცდილობენ ვებსაიტზე შესვლას, სერვერი მყისიერად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. ჰოსტინგის გარეშე, თქვენი ვებსაიტი არ ჩაიტვირთება.

ამიტომაც, სწორი ჰოსტინგის არჩევა ბიზნესისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს განსხვავებული ტიპის, მოცულობის, სიმძლავრის და ფასის სერვერები.

ვებ ჰოსტინგის ტიპები

რა თქმა უნდა, ვებ ჰოსტინგის არჩევა უნდა მოხდეს საიტის მოცულობის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით. თუმცა, ხშირად არჩევანის გაკეთება რთულია, მითუმეტეს თუ პირველად გაქვთ შეხება სერვერებთან.

როგორც აღვნიშნე, არსებობს სხვადასხვა ტიპის ვებ ჰოსტინგი განსხვავებული პარამეტრებით. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველაზე გავრცელებული ტიპები, მოკლე აღწერით:

  • საზიარო ჰოსტინგი: ამ ტიპის ჰოსტინგზე განთავსებულია ათობით ან ასობით საიტი, რომლებიც ინაწილებენ სერვერის რესურსებს. ეს ტიპი ყველაზე იაფია, საკმაოდ მარტივი სამართავია და მისაღებია მცირე და საშუალო მოცულობის საიტებისთვის.
  • VPS ჰოსტინგი: ვირტუალური კერძო ჰოსტინგი, როდესაც სხვა საიტებთან იზიარებთ სერვერს, თუმცა ყველა საიტს გამოყოფილი აქვს კონკრეტული რესურსი. ასეთი ტიპი ოდნავ ძვირია საზიარო ჰოსტინგზე, ხშირად მოითხოვს მანუალურ კონფიგურაციას, თუმცა აქვს უკეთესი წარმადობა.
  • გამოყოფილი ჰოსტინგი: ეს გულისხმობს მთელი სერვერის ექსკლუზიურად თქვენი ბიზნესისთვის დაქირავებას. ანუ თქვენ ყიდულობთ მთლიანად სერვერს, თავისი მოცულობით. ასეთი ვებ ჰოსტინგები საკმაოდ ძვირია და გათვლილია მხოლოდ ძალიან დიდი მოცულობის და კომპლექსური საიტებისთვის.
  • ღრუბლოვანი ჰოსტინგი: დღეს უმეტესი VPS არის ღრუბლოვანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ვებსაიტი განთავსებულია სერვერების ქსელში და თქვენს სერვერს შეექმნა ხარვეზი, ავტომატურად გადავა სხვა სერვერზე. შედეგად, იღებთ შეუფერხებელ მუშაობას. ამ ტიპის სერვერების ფასი საკმაოდ იაფია, თუმცა საჭიროა მანუალური ჩარევა მისი კონფიგურაციისთვის.

მცირე და საშუალო ბიზნესების უმეტესობისთვის, საზიარო ჰოსტინგი სავსებით საკმარისია. სხვა ტიპის ჰოსტინგები განკუთვნილია დიდი ტრაფიკის მქონე, ფუნქციურად დატვირთული ან დიდი Ecommეrce პლატფორმებისთვის.

თუ საიტის დამზადება გაქვთ გადაწყვეტილი, პირველ რიგში ჰოსტინგი უნდა შეარჩიოთ, რაშიც სააგენტოც შეიძლება დაგეხმაროთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ ჰოსტინგის არჩევისას

ვებ სერვერები

სწორი ვებ ჰოსტინგის პროვაიდერის შერჩევა გულისხმობს რამდენიმე ფაქტორის შეფასებას, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენი ბიზნესის ოპერაციებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ფასი ხშირად დომინირებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მხოლოდ ფასზე ფოკუსირებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები, რომლებიც გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს თქვენს ბიზნესს.

სერვერის მონაცემები

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ვებ ჰოსტინგის მონაცემები, როგორიცაა პროცესორი (CPU), ოპერატიული მეხსიერება (RAM) და მეხსიერება (SSD). ეს განსაზღვრავს, თუ რამდენად კარგად იმუშავებს თქვენი ვებსაიტი სხვადასხვა პირობებში.

რაც უფრო მაღალია მონაცემები, მით უფრო მეტი ვიზიტორის მიღება შეუძლია სერვერს და გაცილებით სწრაფად ამუშავებს მონაცემებს. მეტი SSD მეხსიერება კი ნიშნავს უფრო მეტი ფაილის შენახვას სერვერზე.

ასევე, ეს მონაცემები განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად ჩაიტვირთება საიტი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებისთვის. ამიტომაც, აუცილებელია თქვენი საიტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეარჩიოთ შესაბამისი პაკეტი.

უსაფრთხოება

აუცილებელია ვებ ჰოსტინგს ჰქონდეს თანამედროვე და მაღალი ხარისხის უსაფრთხოების პარამეტრები, რაც გარანტიას იძლევა კიბერ და სხვა ტიპის თავდასხმებისგან დასაცავად.

მინიმალური მოთხოვნა არის უფასო SSL სერტიფიკატი, რომელიც შიფრავს ვებსაიტსა და ვიზიტორებს შორის გაცვლილ ინფორმაციას და ბრაუზერში აღინიშნება ბოქლომის ნიშნით. ასევე, საიტის მისამართი იწყება https-ით და არა http-ით.

გარდა ამისა, შეარჩიეთ ჰოსტინგის პროვაიდერი, რომლებიც გთავაზობთ რეგულარულ სკანირებას, ავტომატურ სარეზერვო ასლებს, firewall-ს და DDoS დაცვას.

მხარდაჭერა

აუცილებელია პროვაიდერი გთავაზობდეთ მაღალი ხარისხის და სწრაფ დახმარების მომსახურებას. პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში თქვენ უნდა შეძლოთ დახმარების გუნდთან სწრაფი დაკავშირება და შესაბამისად, პრობლემის მყისიერი აღმოფხვრა.

სასურველია დახმარებისთვის არსებობდეს სხვადასხვა ტიპის კონტაქტი – ტელეფონით, ელ. ფოსტით, ჩატის ფუნქცია და ა.შ. შეგიძლიათ შეამოწმეთ თუ როგორი შეფასებები აქვს ამ პროვაიდერს სხვადასხვა პლატფორმაზე.

სხვა ფაქტორები

გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ, თუ რამდენ და რომელ ქვეყნებში არის განთავსებული სერვერები. სასურველია სერვერი თქვენი ვიზიტორების ქვეყანასთან ახლოს იყოს.

ასევე, ზოგი ვებ ჰოსტინგი გთავაზობთ CDN ფუნქციას, რაც გულისხმობს ფაილების განთავსებას სხვადასხვა ქვეყნის სერვერებზე, რაც საიტის ჩატვირთვაზე დადებითად მოქმედებს.

დამატებით, ჰოსტინგ პროვაიდერები გთავაზობენ ისეთ ფუნქციებს, როგორიცაა რამდენიმე საიტის განთავსება ერთ სერვერზე, უფასო ელ. ფოსტის მისამართები, staging გარემოს შექმნა, ყოველდღიური ასლის შენახვა და სხვ.

ვებ ჰოსტინგის ფასები

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ჰოსტინგის ფასებში არის განსხვავებები. თუმცა, ძირითადად თითქმის ყველა ერთნაირ ფუნქციებს და ფასებს გვთავაზობს.

ზოგი შეიძლება უფრო ახალ ტექნოლოგიებს იყენებდეს, ზოგი დამატებით, უნიკალური ფუნქციას გთავაზობდეთ, როგორც ვებ დეველოპმენტში ან სხვა სფეროშია.

ამიტომაც, პირველ რიგში აუცილებელია აირჩიოთ ჰოსტინგის ტიპი, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინებით და შემდეგ უკვე შეადაროთ ფასები.

ქვემოთ ჩამოთვლილია ზოგადი ფასები ვებ ჰოსტინგის ტიპების მიხედვით:

  • საზიარო: ყველაზე ბიუჯეტური ტიპი რომელიც საშუალოდ იწყება თვეში $2-დან და პაკეტის წარმადობიდან გამომდინარე ადის $30-მდე.
  • VPS: საზიაროზე ოდნავ ძვირი და ყველაზე იაფი პაკეტი იწყება თვეში $4-დან და შეიძლება ყველაზე მოცულობითი პაკეტი ღირდეს $100.
  • ღრუბლოვანი: თითქმის VPS-ის მსგავსი ფასები და პარამეტრები, $10-$200.
  • გამოყოფილი: ეს არის ყველაზე ძვირი და მძლავრი ტიპი, რომელიც საშუალოდ დაახლოებით $80-დან $500 ჯდება.

გასათვალისწინებელია, რომ საფასურის გადახდა ხდება ყოველთვიურად ან წინასწარ რამდენიმე წლით, რომლის დროსაც მოქმედებს გარკვეული ფასდაკლებები.

ასევე, აუცილებელია იცოდეთ, რომ განსაკუთრებით საზიარო ვებ ჰოსტინგის შემთხვევაში, პირველი წელი გაცილებით იაფია, ვიდრე მომდევნო წლები. თუმცა, ეს მაინც ყველაზე იაფი ვარიანტი გამოდის.

შეჯამება

ასე, რომ თქვენი ბიზნესის საიტისთვის სწორი ვებ ჰოსტინგის არჩევა არის გადაწყვეტილება, რომელსაც ყურადღებით უნდა მოეკიდოთ და გაითვალისწინოთ სხვადასხვა ფაქტორი, როგორიცაა სერვერის ტიპი, მონაცემები და ფასი.

გსურთ ვებსაიტის აწყობა?

თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვებსაიტის შექმნა, გაეცანით ჩვენი მომსახურების დეტალებს.

დეტალები

მსგავსი სტატიები

შეარჩიეთ დომენი

როგორ შევარჩიოთ დომენი

დომენი უბრალოდ ვებ მისამართი არ არის, ის ბრენდის იდენტობის კრიტიკული ნაწილია. ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, გავლენას
ვებსაიტის ფასი

რა ჯდება საიტის შექმნა

მთავარი კითხვა, როდესაც ვებსაიტის შექმნას გადაწყვეტთ, არის თუ რა ჯდება ის და რა იქნება მთლიანი ბიუჯეტი.
ვორდპრესი

რა არის WordPress

როდესაც ვებ პლატფორმების ვარიანტებს იკვლევთ, აუცილებლად წააწყდებით WordPress-ს, რომელიც ძალიან პოპულარულია და მრავალი ვებსაიტია შექმნილი ამ