landing page ლეპტოპში
დეველოპმენტი

რა არის Landing Page

ლაშა ჩანქსელიანი
დეკემბერი 28, 2025
სარჩევი

Landing Page არის სპეციალური გვერდი, რომელსაც ერთი კონკრეტული მიზანი აქვს – ვიზიტორს გარკვეული მოქმედებისკენ უბიძგოს.

ეს შეიძლება იყოს პროდუქტის შეძენა, რეგისტრაცია, ელ. ფოსტის მისამართის დატოვება, ან ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

სტანდარტულ, სრულყოფილ ვებსაიტზე, გვხვდება სხვადასხვა გვერდი და ინფორმაცია კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ. Landing Page კი არის ერთ გვერდიანი საიტი რომელსაც მხოლოდ ერთი, კონკრეტული მიზანი აქვს.

თუმცა, სრულყოფილ საიტზეც შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა landing page. როდესაც საიტის დამზადებას გადაწყვეტთ, სასურველია, თავიდანვე გაითვალისწინოთ ამ ტიპის გვერდების იმპლემენტაცია.

Landing Page-ის ძირითადი ელემენტები

ეფექტური და სწორად ოპტიმიზირებული Landing Page შედგება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის სათაური, რომელიც ყურადღებას იქცევს და ცხადად ასახავს შეთავაზებას. მოკლე ტექსტი კი ამატებს დეტალებს და აძლიერებს მთავარ მესიჯს.

ამ გვერდზე საჭიროა ტექსტური მასალა, რომელიც უფრო დეტალებში ხსნის შეთავაზებას. სასურველია ტექსტმა უპასუხოს ვიზიტორის კითხვას – “რას მივიღებ ამით?”.

ასევე, აუცილებელია ვიზუალური კომპონენტები – სურათები, დიდეოები, გრაფიკები და ა.შ.

დამატებით, სასურველია ე.წ. Social Proof, სადაც წარმოადგენთ კომპანიების ლოგოებს ანდ ინფორმაციას რომლებთანაც გითანამშრომლიათ ან თქვენი კლიენტები არიან. ეს ქმნის ნდობას.

და რა თქმა უნდა, აუცილებელია ვიზუალურად გამოყოფილი Call to Action (CTA) სექცია ან CTA ღილაკი სტრატეგიულ ადგილებში. სწორედ ამის საშუალებით ხდება კონვერსია.

Landing Page-დან გამომდინარე, CTA შეიძლება იყოს გადმოწერის ღილაკი, ელ. ფოსტის შესაყვანი ველი, სარეგისტრაციო ფორმა და ა.შ.

მთავარია, CTA იყოს თვალშისაცემი და ნათლად ეუბნებოდეს მომხმარებელს, თუ რა ფუნქციას ასრულებს ის.

Landing Page-ის ტიპები

არსებობს რამდენიმე ძირითადი ტიპის Landing Page და თითოეულ მათგანს გააჩნია განსხვავებული მიზანი.

  • Lead Generation Landing Page: გამოიყენება ლიდების მოსაპოვებლად, როდესაც ვიზიტორი ტოვებს თავის საკონტაქტო ინფორმაციას, რაიმე ღირებულების სანაცვლოდ – უფასო ელ. წიგნი, კონსულტაცია, აპლიკაციის დემო ვერსია და ა.შ.
  • Click-Through Landing Page: ხშირად გამოიყენება eCommerce-ში და მისი მიზანია მომხმარებელი მოამზადოს შესაძენად და გადაიყვანოს შემდეგ გვერდზე სადაც მოხდება ტრანზაქცია.
  • Sales Landing Page: მისი მიზანი არის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის გაყიდვა იქვე, გვერდზე.
  • Event Landing Page: გამოიყენება ღონისძიებებზე, ვებინარებზე ან კონფერენციებზე რეგისტრაციისთვის.

რატომ არის Landing Page ეფექტური?

ამ ტიპის ეფექტურობა მდგომარეობს მის ფოკუსში. როდესაც გვერდს აქვს ერთი მკაფიო მიზანი და ყველა ელემენტი მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად, კონვერსიის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.

ვიზიტორი არ არის დაბნეული მრავალი არჩევნით და ადვილად იღებს გადაწყვეტილებას. ანუ, ამ გვერდზე არ არის გარე ლინკები, მენიუ ან სხვა ელემენტები, რომლებსაც შეუძლიათ ყურადღების გაფანტვა.

გარდა ამისა, Landing Page-ის შედეგები ძალიან ადვილად იზომება – ზუსტად იცით რამდენმა ადამიანმა შეავსო ფორმა ან განახორციელა შესყიდვა.

A/B Testing საშუალებას გაძლევთ გამოსცადოთ სხვადასხვა ვერსია – შეცვალოთ სათაური, ღილაკის ფერი, სურათი და დაადგინოთ, რომელი მუშაობს უკეთ.

ეს უწყვეტი ოპტიმიზაცია საშუალებას გაძლევთ თანდათან გააუმჯობესოთ შედეგები და მიიღოთ მაქსიმალური რაოდენობის კონვერსია.

შეჯამება

ასე, რომ Landing Page არის ძლიერი მარკეტინგული ინსტრუმენტი, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად ზრდის კონვერსიას და ეხმარება ბიზნესს კონკრეტული მიზნების მიღწევაში.

გსურთ ვებსაიტის აწყობა?

თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვებსაიტის შექმნა, გაეცანით ჩვენი მომსახურების დეტალებს.

დეტალები

მსგავსი სტატიები

ლეპტოპი მაგიდაზე

რომელი გვერდები სჭირდება ყველა საიტს

როდესაც ახალ საიტს ქმნით, ერთ-ერთი უმთავრესი კითხვა არის – რომელი უცილებელი გევრდები უნდა იყოს მასზე. არასრული
შეარჩიეთ დომენი

როგორ შევარჩიოთ დომენი

დომენი უბრალოდ ვებ მისამართი არ არის, ის ბრენდის იდენტობის კრიტიკული ნაწილია. ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, გავლენას
ვებსაიტის ფასი

რა ჯდება საიტის შექმნა

მთავარი კითხვა, როდესაც ვებსაიტის შექმნას გადაწყვეტთ, არის თუ რა ჯდება ის და რა იქნება მთლიანი ბიუჯეტი.