ვებ დეველოპმენტის უნიკალური შეთავაზება
ვებ დეველოპმენტის სრული მომსახურება, რომელი მხოლოდ 30 დღე გასტანს და მიიღებთ SEO მეგობრულ, კონვერსიაზე ორიენტირებულ ვებსაიტს და დაზოგავთ დროს და ფინანსებს.
საიტის დამზადება



ვებ დეველოპმენტის მომსახურებით მიიღებთ
მომსახურების უნიკალურობას განაპირობებს ჩვენი მიდგომა დამკვეთისთვის დამატებითი სარგებლის მინიჭებაში.
დიზაინი და დეველოპმენტი
ჩაგბარდებათ უნიკალური დიზაინის, WordPress-ზე შექმნილი სწრაფი და თანამედროვე ვებსაიტი, სუფთა, დაცული კოდით და მარტივი სამართავი პანელით.
საიტის ტექსტი და საბაზისო SEO
დეველოპმენტთან ერთად მიიღებთ SEO ოპტიმიზებულ, კონვერსიაზე მორგებულ ტექსტებს (ქოფი) და თქვენს ნიშაზე ორიენტირებულ 3 SEO გამართულ სტატიას.
კონკრეტული ვადები და პროცესი
პრიორიტეტულია ხარისხიანი პროდუქტის თქვენამდე მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოტანა. ჩვენი პროცესის საშუალებით ვებსაიტი ჩაგბარდებათ 30 სამუშაო დღეში.
ვებ დეველოპმენტი მოიცავს
მომსახურება მოიცავს სხვადასხვა ტიპის და სირთულის ვებსაიტის დამზადებას, გარდა E-commerce პლატფორმებისა. ვებსაიტზე იქნება ყველა საჭირო გვერდი, ფუნქცია და ჩაშენდება აუცილებელი ანალიტიკური ხელსაწყოები.
დამატებით, მხოლოდ ჩვენს დამკვეთებს ვთავაზობთ ყოველთვიურ ტექნიკურ მხარდაჭერას, რაშიც შედის სისტემის მონიტორინგი და განახლება, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და თქვენს მიერ მოთხოვნილი ტექნიკური დავალების შესრულება.

ინფორმაციის დამუშავება
პირველი ეტაპი მოიცავს თქვენი ბიზნესის და პროდუქტის/მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას, რაც გამოიყენება დიზაინის და ტექსტების შესაქმნელად.
დიზაინის შექმნა
მეორე ეტაპზე იქმნება ვებსაიტის ყველა გვერდის სტრუქტურა და დიზაინი, დესკტოპ და მობილური მოწყობილობებისთვის და იწერება მთლიანი საიტის ტექსტური მასალა.
დეველოპმენტის პროცესი
დადასტურების შემდეგ კი იწყება მესამე, დეველოპმენტის ეტაპი და დიზაინის მიხედვით აიწყობა ვებსაიტი, გაიმართება ყველა ფუნქცია და გამზადდება ჩასაშვებად.
რა სარგებელს იღებთ ჩვენი მომსახურებით
პროექტის დასრულებისას ჩაგბარდებათ უნიკალური დიზაინის მქონე, მომხმარებელზე და ბიზნესზე მორგებული ვებსაიტი.
დროის და ხარჯების დაზოგვა
დეველოპმენტის გარდა, მომსახურება მოიცავს დიზაინს და ტექსტურ მასალას, რითაც ზოგავთ როგორც თანხას, ასევე, დროს.

გამართული ტექსტური მასალა
ვებსაიტისთვის შეიქმნება ტექსტური მასალა, რომელიც იქნება საძიებო სისტემებზე და კონვერსიაზე ორიენტირებული.
საძიებო სისტემებში გამოჩენა
ტექნიკური გამართულობით და საძიებო სიტყვების კვლევაზე დაყრდნობით მოიპოვებთ კონკურენტულ უპირატესობას.
განსაზღვრული ვადები
ჩვენი პროცესი და ეტაპები გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ვებსაიტი დამზადდება მოკლე და კონკრეტულ ვადებში.
გსურთ ვებსაიტის აწყობა?
თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვებსაიტის შექმნა, ან გაინტერესებთ დეტალური ინფორმაცია მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით.
კონტაქტიბლოგი
გაეცანით სხვადასხვა სიახლეებსა და საინტერესო სტატიებს ვებ დეველოპმენტის და ციფრული მარკეტინგის შესახებ.

როგორ შევარჩიოთ დომენი

რა ჯდება საიტის შექმნა
