შეარჩიეთ დომენი
დეველოპმენტი

როგორ შევარჩიოთ დომენი

ლაშა ჩანქსელიანი
მაისი 24, 2025
სარჩევი

დომენი უბრალოდ ვებ მისამართი არ არის, ის ბრენდის იდენტობის კრიტიკული ნაწილია. ის ქმნის პირველ შთაბეჭდილებას, გავლენას ახდენს ძიების ხილვადობაზე და განსაზღვრავს, თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები თქვენს ბიზნესს ონლაინ.

ამიტომ, დომენის შერჩევისას გასათვალისწინებელია ბრენდინგი, გრძელვადიანი ბიზნეს მიზნები და თქვენი მარკეტინგული სტრატეგია. კარგი სახელი ხელს უწყობს ნდობას და ცნობადობის გაზრდას.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია სწორი დომენის გაფართოების არჩევა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პირველადი დომენი (TLD). ეს არის წერტილის შემდეგ ნაწილი – .ge, .com, .net ან .co.uk – და ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს.

.com რჩება ყველაზე სანდო და ფართოდ აღიარებულ ვარიანტად. გაფართოებები, როგორიცაა .net, .org ან ქვეყნის გაფართოებები, როგორიცაა .ge ან .ca, ემსახურება ნიშურ ან რეგიონულ მიზნებს.

ასევე, არსებობს ინდუსტრიისთვის სპეციფიკური TLD (.shop, .tech, .agency), რომლებმაც ბოლო წლებში პოპულარობა მოიპოვა, მაგრამ მათი გამოყენება მაინც იშვიათია და ძირითადად .com, .org და ქვეყნის გაფართოებების გამოყენება ხდება.

დომენის შერჩევის სტრატეგიები

როგორ შევარჩიოთ დომენი

სანამ დაიწყებთ საიტის შექმნას, დასამახსოვრებელი, ბრენდისთვის მოსახერხებელი დომენის არჩევა, რომლის დაწერა და წარმოთქმაც მარტივია, ძალიან მნიშვნელოვანია და მას ყურადღებით უნდა მოეკიდოთ.

დომენის სახელი

თუ თქვენს ბრენდს დიდი სახელი აქვს, დომენის სახელად შეეცადეთ აარჩიოთ მისი უფრო მოკლე ვერსია. სასურველია ის იყოს 15 სიმბოლოზე ნაკლები, რადგან ადვილი დასამახსოვრებელი იქნება.

მაგალითად, თუ ბიზნესის სახელია Next Level Media, დომენის სახელი შეიძლება იყოს nlmedia.ge ან nlm.ge. მოერიდეთ რთულ და გრძელ სიტყვებს, ციფრებს, დეფისებს.

ლოკალურობა

თუ თქვენი ბიზნესი კონკრეტულ ტერიტორიას ემსახურება, თქვენს დომენის სახელში ქალაქის ან რეგიონის ჩართვა და ქვეყნის გაფართოებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამან შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი ხილვადობა ადგილობრივი ძიების შედეგებში.

თუმცა, გეოგრაფიულმა სახელებმა შეიძლება შეგზღუდოთ. თუ გეგმავთ ამჟამინდელი ტერიტორიის მიღმა გაფართოებას, უფრო მოქნილი დომენის სახელი ადაპტირების საშუალებას მოგცემთ.

ბრენდის დაცვა

თქვენი დომენის სახელის მხოლოდ ერთი ვერსიის ფლობა საკმარისი არ არის. იმიტაციის თავიდან ასაცილებლად, განიხილეთ ვარიაციების შეძენა – მსგავსი სახელი, მრავლობითი/მხოლობითი ფორმა, სხვა ქვეყნის გაფართოება და ა.შ.

მაგალითად, თუ თქვენი დომენია studia.ge, სასურველია შეიძინოთ studio.ge, studya.ge, studia.com და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სხვამ დაგასწროთ და მოგიწიოთ უფრო ძვირად შეძენა. ამის მაგალითი კი ძალიან ბევრია.

შეჯამება

დომენის სახელი არის გრძელვადიანი ბიზნეს აქტივი. ამიტომ, შეარჩიეთ სწორი, მოკლე და მარტივად დასამახსოვრებელი სახელი. ასევე, გაითვალისწინეთ ლოკალურობა და სხვა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები.

გსურთ ვებსაიტის აწყობა?

თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვებსაიტის შექმნა, გაეცანით ჩვენი მომსახურების დეტალებს.

დეტალები

მსგავსი სტატიები

ვებსაიტის ფასი

რა ჯდება საიტის შექმნა

მთავარი კითხვა, როდესაც ვებსაიტის შექმნას გადაწყვეტთ, არის თუ რა ჯდება ის და რა იქნება მთლიანი ბიუჯეტი.
ვორდპრესი

რა არის WordPress

როდესაც ვებ პლატფორმების ვარიანტებს იკვლევთ, აუცილებლად წააწყდებით WordPress-ს, რომელიც ძალიან პოპულარულია და მრავალი ვებსაიტია შექმნილი ამ
ვებ ჰოსტინგი სერვერი

როგორ შევარჩიოთ ვებ ჰოსტინგი

ერთ-ერთი პირველი ტექნიკური გადაწყვეტილება საიტის შექმნისას არის ვებ ჰოსტინგის არჩევა, რომელიც ხშირად დამაბნეველიც კი იყოს და