კონვერსიაზე ორიენტირებული საიტების დამზადება
გაყიდვებზე ორიენტირებული და SEO ოპტიმიზირებული საიტის დამზადება განსაზღვრული ვადებით და სტრუქტურული პროცესით.




ვებსაიტების დამზადების კომპლექსური პაკეტი
გთავაზობთ საიტის დამზადების სრულ მომსახურებას, რომელშიც გარდა დეველოპმენტისა, შედის დიზაინი, ტექსტური მასალა და საბაზისო SEO.
დიზაინი და დეველოპემნტი
ვამზადებთ ვიზუალურად გამორჩეულ, სხვადასხვა მოწყობილობაზე მორგებულ, ტექნიკურად გამართულ ვებსაიტებს და ვიყენებთ თანამედროვე სტანდარტების მქონე, შედეგზე ორიენტირებული UI/UX პრაქტიკებს და მეთოდებს.
- თანამედროვე დიზაინი
- გამართული ფუნქციები
- სწრაფი ჩატვირთვა
- მარტივი სამართავი პანელი
კონტენტი და საბაზისო SEO
საიტისთვის ვქმნით სრულყოფილ ტექსტურ კონტენტს, რომელიც ზუსტად ასახავს თქვენი კომპანიის იდენტობას და აუმჯობესებს ხილვადობას საძიებო სისტემებში. ხოლო 3 SEO ოპტიმიზებული სტატია დაგეხმარებათ მომხმარებლების ორგანულად მოზიდვაში.
- ტექსტი ყველა გვერდისთვის
- ბრენდზე მორგებული ტონი
- საკვანძო სიტყვების მორგება
- სამი ოპტიმიზირებული სტატია
საიტის დამზადების პროცესი
გთავაზობთ მომსახურების კონკრეტულ ვადებს და სტრუქტურულ პროცესს, რომელიც სამ ძირითად ეტაპად იყოფა.
დიზაინის შექმნა
პირველი ეტაპი მოიცავს დიზაინის და ტექსტური მასალის შექმნას, რომელიც 10-15 სამუშაო დღეში ჩაგბარდებათ.
განხილვა
მეორე ეტაპი მოიცავს თქვენს მიერ მოთხოვნილი კომენტარების მიხედვით ცვლილებების შეტანას.
დეველოპმენტი
მესამე ეტაპში შედის საიტის აწყობა, ტექნიკური და SEO კონფიგურაცია, რომელიც მოითხოვს 10-15 სამუშაო დღეს.
გსურთ ვებსაიტის აწყობა?
თუ გადაწყვეტილი გაქვთ ვებსაიტის შექმნა, ან გაინტერესებთ დეტალური ინფორმაცია მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით.
კონტაქტიდამატებითი ინფორმაცია
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს და მიიღეთ დეტალური ინფორმაცია.
მჭირდება თუ არა დომენი და ჰოსტინგი?
დიახ, ვებსაიტის შესაქმნელად დაგჭირდებათ დომენის და ჰოსტინგის (სერვერი) შეძენა, რომელზეც საიტი განთავდება. ჩვენ მოგცემთ რეკომენდაციას, თუ სად და რომელი სერვერი შეიძინოთ.
ტექსტებისთვის რა ინფორმაცია დაგჭირდებათ?
ბრენდის იდენტობაზე მორგებული დიზაინის და ტექსტური მასალისთვის დაგვჭირდება დეტალური ინფორმაცია თქვენი საქმიანობის, პროდუქტის/მომსახურების შესახებ და ბრენდბუქი (ლოგო, ფერები, სურათები და სხვა).
როგორ ვიხდი მომსახურების თანხას?
მომსახურების საფასურის გადახდა იყოფა ორ ეტაპად – 30% იხდით პროექტის დაწყებამდე, ხოლო 70%-ის გადახდა ხდება დასრულების შემდეგ, ვებსაიტის გაშვებამდე.
სხვა რა ხარჯები მექნება?
დომენის, სერვერის და ჩვენი მომსახურების გარდა, არ გექნებათ დამატებითი ხარჯები, რადგან ვიყენებთ საკუთარ ხელსაწყოებს და ლიცენზიებს.